Wednesday, July 13, 2011

ტაბუ დადებული მეცნიერება ტელეგონია,

ანუ ქორწინების საიდუმლოს მნიშვნელობა „არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდეს“

დადებული სურათი "ტელეგონია" - მდედრთან ნამყოფი წინარე მამრების ნიშანთვისებების გადაცემა შემდგომ ნაშობ შთამომავლობაზე.
ადამიანისს აგებულების შემსწავლელ მეცნიერებაში საიდუმლოდ მიჩნეული თემის ამსახველი წარსული დაახლოებით 150 წლის წინათ დაიწყო. მაშინ ძირითად გამწევ ძალას ჩვეულებრივი ცხენი წარმოადგენდა. ცხენსაშენებში არ წყდებოდა მუშაობა ჩორთმავალი და ტვირთმზიდავი ჯიშების გამოსაყვანად.
„რა მოხდება, ზებრა რომ შევაჯვაროთ ცხენს?“
– მოიფიქრა ვიღაცამ. „ძალზე მაცდური მიზანია!“ აიტაცეს მსწარფლ და მოკლე ხანში კიდეც გახურდა მუშაობა ამ მიმართულებით. მომავალი „ზებრა-ცხენების“ დედებად, რა თქმა უნდა, შეარჩიეს საუკეთესო ჯიშის ფაშატები, მამებად – ზებრები. ჩაატარეს შებრუნებული ცდებიც. მრავალი მცდელობის მიუხედავად ჩასახვა არცერთ შემთხვევაში არ განხორციელდა. უცნაური აქ არც არფერი მომხდარა, თუმც მაშინდელმა მსოფლიომ არ უწყოდა დვრიტული ("ქრომოსომული") შეუთავსებლობის შესახებ. ამგვარი ფუჭი ცდები ცხენსაშენებში მობეზრდათ და მალევე შეწვიტეს კიდეც. ამ წარუმატებლობას არც არავინ გაიხსენებდა, რომ არა საოცარი შემთხვევა – ზებრებთან დადაგრილებულმა ფაშატებმა, რამდენიმე წლის შემდეგ, მოულოდნელად ზოლიანი კვიცების შობა დაიწყეს.
დადებული სურათი
ნეტავ, რა მოხდა?
მამრიც და მდედრიც ჯიშიანი, წმინდა სისხლის მქონე ცხენებია, კვიცები კი – ზოლიანები, ზებრების მსგავსად. კი, მაგრამ ზებრებთან ფაშატები რამდენიმე წლის წინ დაგრილდნენ და ჩასახვაც არ მომხდარა. ახლა ჩვეულებრივ, ცხენთაშორის შეჯვარებამ ასეთი უცნაური შედეგი გამოიღო. სამეცნიერო მსოფლიო ამ ამბავმა ერთობ გააოგნა.
ამ მოვლენას "ტელეგონია" უწოდეს. (ბერძნულად - ტელე ნიშნავს მანძილს და გონი იგივედვრიტა ("გენი"))

დაიწყო ცდები სხვა ცხოველებზეც. ტელეგონიის მოვლენა მათშიც გამოვლინდა. ამან კიდევ უკეთ დაადასტურა ტელეგონიის, როგორც მოვლენის არსებობა. სამწუხაროდ, მეცნიერებმა ამ მიმართულებით კვლევა ვერ გააგრძელეს, შენიღბულმა მასონურმა ძალებმა აიძულეს მეცნიერები, შეეწყვიტათ ცდები, ხოლო შედეგები გასაიდუმლოვდა.
შეგვიძლია დავასახელოთ "ტელეგონიის" ორი მკვლევარი – დარვინის თანამედროვე
დადებული სურათიპროფესორი ოსტინ ფლინტი და
Austin Flint (1836–1915)


დადებული სურათიფელიქს ლედანტეკი.
Félix Le Dantec (1869-1917)

ამ უკანასკნელმა დატოვა წიგნი:
- „ინდივიდი, ევოლუცია, მემკვიდრეობითობა და ნეოდარვინისტები“ (M. 1899 г.).
- ზემოთმოყვანილი მოვლენა, ამჟ მად გასაიდუმლოებული მეცნიერების პირველი ნაბიჯების შესახებ, ჩვენ ამ წიგნის 27-ე თავიდან მოვიტანეთ. ამ თავს ასეც ჰქვია - „ტელეგონია, ანუ პირველი მამრის გავლენა“ (გვ. 244).

პრაქტიკოს-სპეციალისტთაგან მხოლოდ "კინოლოგები" (ძაღლების მკვლევარები) არ გაუკვირვებია აღნიშნულ აღმოჩენას. მათთვის ხომ კარგად იყო ცნობილი, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჯიშიანი ძუ ძაღლის უჯიშო, ეზოს ძაღლთან შეჯვარებას. არა აქვს არავითარი მნიშვნელობა, ნაყოფიერი იქნება თუ არა მათი კავშირი, რამეთუ იგივე ძუ შემდგომში ჯიშიანი ძაღლისგანაც ვერ მოგვცემს ჯიშიან შთამომავლობას. ეს მოვლენა ყველა მოყვარული და პროფესიონალი კინოლოგისთვისაა ცნობილი.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფლინტისა და ლედანტეკის მიერ გაოცებული მათი თანამედროვენი "ფიზიოლოგებს" ერთადერთი კითხვით შეუჩნდნენ:
„შეიძლება თუ არა ტელეგონიის მოვლენის ადამიანზე გავრცელება?“
დადებული სურათი
DNA Teleportation, Telegony and Ancient Rule of the First Man
ცნობისმოყვარე მეცნიერებს მეტი წაქეზება არც სჭირდებოდათ. დაიწყო ხშირი ფიზიოლოგიური, ანთროპოლოგიური, სოციოლოგიურ-სტატისტიკური გამოკვლევები, ცდებიც კი, რამდენადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა.
მიუკერძოებელმა მეცნიერებამ სულ მალე განაცხადა:
„დიახ, ტელეგონიის მოვლენა ადამიანებზეც ვრცელდება და უფრო აშკარად გამოხატული სახითაც კი, ვიდრე ამას ადგილი აქვს ცხოვლეთა სამყაროში“.
აი, სწორედ ამ დროს დაეშვა საიდუმლოებას ფარდა ანუ ტაბუ დაედო კვლევებს.

მაგრამ „არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდეს“
– ჩვენი დღევანდელობის მკაცრი სინამდვილე მაინც მიიყვანდა მეცნიერებს ამგვარ დასკვნამდე. XX საუკუნეში საცნობარო საშუალებათა განვითარებამ გაახშირა სხვადასხვა მოდგმის ("რასის") ადამიანთა შორის სექსობრივი ურთიერთობები. ბრმა უნდა იყო კაცი, რომ ამის შედეგი ვერ დაინახო.
რუსეთში ჩატარებული ყველა მსხვილი საერთაშორისო თავყრილობის შემდეგ (ფესტივალები, სპორტული ოლიმპიადები და სხვ.) ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეამჩნევდით შავი ფერის ბავშვების მომრავლებას, განსაკუთრებით, მოსკოვსა და ლენინგრადში. ზოგიერთი ქალი თავადაც აღიარებდა, რომ ჰქონდა კავშირი სხვადასხვა რასის წარმომადგენლებთან რამოდენიმე წლის წინათ, მაგრამ ბავშვი საკუთარი ქმრისაგან, რუსისაგან გააჩინა, ის კი აუხსნელი მიზეზების გამო, რატომღაც „დედ-მამას კია არა, არამედ შავკანიანს ჰგავდა“.
იყო შემთხვევა, როდესაც დედის ცოდვების გამო ქალიშვილი დაისაჯა, რამეთუ შვა შავკანიანი ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ მას შეხება ზანგთან საერთოდ არ ჰქონია.

ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით ადამიანებსა და ცხოველებში მამრის გარეგნული ნიშან-თვისებების გადაცემაზე ტელეგონიის გზით.
ხდება თუ არა, ასევე, შინაგანი, ფარული ნიშან-თვისებების გადაცემა?

დიახ, ხდება. და ეს ტელეგონიაში ყველაზე სახიფათო, შეძლება ითქვას, ყველაზე უნიშვნელოვანესი ფაქტორია. თურმე არ არის სულერთი, თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს ქალი ქორწინებამდე და ბავშვის გაჩენამდე. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერება ტელეგონიის შესახებ, როდესაც მას „ტაბუ“ დაადეს, ამ თემაზე დაწერილი წიგნები კი გაანადგურეს.
თავისთავად ჩნდება კითხვა:
„მოგზაური ყმაწვილი“ იქნებ ნარკომანი, ლოთი, გენეტიკური მახინჯი, მამათმავალი ან ფსიქიურად დაავადებულიც კი იყო? სწორედ ამ ტიპის ადამიანები აბამენ ხოლმე შემთხვევით, უპასუხისმგებლო კავშირებს. ცხოვრების მართლმადიდებური ცხოვრების წესი თანდათან განიცდის აღორძინებას, ე.წ. „დემოკრატიული“ ზნეობა კი უპასუხისმგებლობასა და უგვან ჩვევებს ეფუძვნება. ამიტომაც ხდება, რომ ჯანმრთელი და ნორმალური მშობლები თავიანთ შვილებში ხშირად საკუთარ თავს კი არა, არამედ ძველი „ნაცნობის“ მახინჯ ნიშან-თვისებებს შეიცნობენ.

ამიტომაც ქადაგებს ყველა სარწმუნოება ერთხმად ზნეობის სიწმინდეს. ამიტომაც სძულდათ სულიერად განვითარებულ ხალხებს მეძავები, სამარცხვინო ბოძზე აკრავდნენ მათ, ქვებით ქოლავდნენ. საინტერესოა ისიც, რომ ტელეგონიის შესახებ ჩვენმა წინაპრებმაც იცოდნენ და მკაცრადაც სჯიდნენ ცოდვილებს.

წმიდა ეკლესიას ქორწინება საიდუმლოს ხარისხში აჰყავს. გვირგვინობის დროს სასძლო და სასიძო საყდარში ღმერთის წინაშე აღიარებენ თავიანთ თავისუფალ ნებას, მარად ინახავდნენ ცოლ-ქმრულ ერთგულებას. ეკლესია მათ სურვილს ადასტურებს და ამ კავშირს აკურთხებს ქრისტესა და ეკლესიის სულიერი კავშირის ხატად.
მექორწინეთათვის გამოიხმობა წმინდა ერთსულოვნება, კურთხეული შობისა და ბავშვების ქრისტიანული აღზრდის მადლი.
ქრისტიანული ქორწინების სიწმინდე მას ნებისმიერ სხვა, ეკლესიის გარეშე აღსრულებული ქორწინებებისაგნ განასხვავებს. ღვთის მადლით, იგი იქცევა „ლოდად“, რომელზეც დაფუძვნდება ოჯახი, ანუ ოჯახური საყდარი – სახლი, თავისი მაცხოვნებელი არსით.
სწორედ ღვთიურობა ანიჭებს ოჯახს იმ ფრთებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ზეცაში აჭრა და ოჯახური ცხოვრების მასაზრდოებელი ღვთისადმი და ურთიერთისადმი მადლმოსილი სიყვარულით აღვსება. სარწმუნოება უბოძებს მას ბეჭედს, რომელიც ოჯახის „მშვინვიერი სხეულის“ „სულიერ სხეულად“ გარდაქმნა ხელეწიფება.

ა. ივანოვი
Русский Дом / Православие 2000
конференция „Православие и Медицдна“.
http://www.pravoslav...m/telegonia.htm